14 ოქტომბერს 2023 წლის მზის ბოლო დაბნელება მოხდება. მზის დაბნელება თბილისის დროით 19:05 საათზე დაიწყება და 15 ოქტომბრის 00:55 საათზე დამთავრდება. მოსალოდნელია, რომ დაბნელების სრული ფაზა 5 წუთსა და 17 წამს გაგრძელდება. ეს პერიოდი გვპირდება პროგრესს, თვითშემეცნებასა და პიროვნულ განვითარებას.
ეს მზის დაბნელება იქნება რკალისებრი, რადგანაც მთვარე მზის შუქს მთლიანად ვერ დაფარავს – დაფარავს მხოლოდ მის ცენტრს და მზე მანათობელ რკალს დაემსგავსება.
14 ოქტომბრის მზის დაბნელებით იხსნება დერეფანი. მას მოსდევს მთვარის დაბნელება 23 ოქტომბერს. დაბნელებების დერეფანი – ესაა მზისა და მთვარის უახლოეს დაბნელებებს შორის პერიოდი. ასეთი რამ დაახლოებით ნახევარ წელიწადში ერთხელ ხდება და ადამიანებისთვის არაერთი უსიამოვნება შეიძლება მოიტანოს.
მზისა და მთვარის დაბნელება 6 თვეში ერთხელ ხდება ორკვირიანი სხვაობით. მზე, დედამიწა და მთვარე ამ მომენტებში ერთ ხაზზე ეწყობიან. თუ შუაში დედამიწა ხვდება, მაშინ მთვარის დაბნელებაა, ხოლო თუ მთვარე – მაშინ მზის დაბნელება ხდება.
მზის დაბნელებას დაინახავენ აშშ-ის, ცენტრალური ამერიკის, კოლუმბიისა და ბრაზილიის მცხოვრებნი. დაბნელების დასაწყისს დაინახავენ წყნარი ოკეანის აკვატორიიდან და მის ბოლოს „მიუსწრებენ" კარიბის ზღვის აკვატორიაში.
14 ოქტომბერი არის დღე, როდესაც მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ სიკეთე ვაკეთოთ, ვითანამშრომლოთ ადამიანებთან და მხარი დავუჭიროთ ახლობლებს. ესაა შინაგანი სიბრძნისა და ინტუიციის დრო.
ამ დღეს საუკეთესო იქნება დროის ბუნებაში, განმარტოებით გატარება, მედიტაცია, რათა გაიხსნას შინაგანი პოტენციალი.
ასევე ესაა დრო ურთიერთობებში ჰარმონიისა და ბალანსის მოსაძებნად. მნიშვნელოვანია ყურადღებით ყოფნა საკუთარი და ახლობლების ემოციური საჭიროებებისადმი. თუმცა, არ ღირს საკუთარ თავზე ზედმეტი ვალდებულებების აღება. ასევე სიფრთხილეა საჭირო საიდუმლო ინფორმაციებთან დაკავშირებით.
დერეფანი, რომელიც მზის დაბნელებით იწყება, რთული პერიოდი გახდება ზოდიაქოს ყველა ნიშნის წარმომადგენლებისთვის. ამ მისტიკურ დროს საჭიროა საკუთარი თავის შეცნობაზე, შინაგანი ჰარმონიისა და ბალანსის მოპოვებაზე მუშაობა.
კერძოდ, ვერძებს, კირჩხიბებს, სასწორებსა და თხის რქებს მზის დაბნელება შესანიშნავ შესაძლებლობას მოუტანს, რათა დაფიქრდნენ თავიანთ შინაგან განცდებზე და იპოვონ პასუხები წარსულში გაჩენილ კითხვებზე.
კუროებს, ლომებს, მორიელებსა და მერწყულებს შეიძლება სურვილი გაუჩნდეთ, მოწყდნენ გარე სამყაროს და სულიერი სიმშვიდე ეძებონ.
ტყუპების, ქალწულების, მშვილდოსნებისა და თევზებისთვის რეკომენდებულია სულიერი წონასწორობის ძებნა, ცხოვრებაზე ფიქრი. ამის შემდეგ ისინი შინაგან ძალას იგრძნობენ და მზად იქნებიან ნებისმიერი გამოცდისთვის.