თბილისი, 13 ოქტომბერი − Sputnik. ჩრდილოეთ კორეა ნახევარკუნძულზე განლაგებულ ამერიკულ სტარატეგიულ ობიექტებზე „უძლიერესი და უსწრაფესი“ დარტყმით იმუქრება პუსანის პორტში ამერიკული ავიამზიდი USS Ronald Reagan-ის გამოჩენის საპასუხოდ, იუწყება Yonhap.
გამოცემის ცნობით, ატომურმა ავიამზიდმა USS Ronald Reagan-მა პუსანის პორტში ღუზა ხუთშაბათს ჩაუშვა (პირველად 2022 წლის სექტემბრის შემდეგ) ფხენიანისთვის „სამხედრო ძალის ჩვენების მიზნით“.
ჩრდილოეთ კორეამ ვაშინგტონის ამ ნაბიჯს ღია სამხედრო პროვოკაცია უწოდა და გააფრთხილა აშშ, რომ მისი „სტრატეგიული აქტივები უკიდურესად საშიშ წყლებში შევიდნენ“.
„ჩრდილოეთ კორეის უძლიერესი და დაუყოვნებელი პირველი დარტყმა აშშ-ის „გაფართოებული შეკავების“ საშუალებებს მიადგება, რომლებსაც აშშ თავისი მიმდევრებისთვის ჰალუცინოგენებად იყენებს, ასევე ბოროტების ბაზებს კორეის ნახევარკუნძულსა და მის შემოგარენში“, − ნათქვამია ჩრდილოეთ კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც ფხენიანი აცხადებს, ქვეყნის სამხედრო დოქტრინა, რომელიც გასულ წელს მიიღეს, საშუალებას აძლევს ჩრდილოეთ კორეას, გამოიყენოს ბირთვული იარაღი იმ შემთხვევაში, თუ მიიჩნევს, რომ მასზე ბირთვული თავდასხმა გარდაუვალია.
წყარო: Yonhap