ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2025-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ემზადება

ორი ტურის შემდეგ ქართული გუნდი ექვსი ქულით მეორე ადგილზეა.
Sputnik
თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ფეხბურთში (U-21) 12 და 17 ოქტომბერს ბათუმის სტადიონზე ევრო 2025-ის კვალიფიკაციის ფარგლებში ნიდერლანდისა და შვედეთის წინააღმდეგ ორ მატჩს ჩაატარებს.
საქართველოს ნაკრები С ჯგუფში ნიდერლანდის, ჩრდილოეთ მაკედონიის, მოლდოვის, გიბრალტარისა და შვედეთის გუნდებთან ერთად თამაშობს. ორი ტურის შემდეგ ქართულ გუნდს ექვსი ქულა აქვს და მეორე ადგილს იკავებს. ცხრილის სათავეში ნიდერლანდია, რომელსაც გატანილი და მიღებული გოლების საუკეთესო მაჩვენებელი აქვს.

„რა თქმა უნდა, ნიდერლანდის ნაკრები სერიოზული მეტოქეა და რთული მატჩი იქნება. მათ ყველა ასაკში ძლიერი გუნდი ჰყავთ. ვფიქრობ, რომ ფიზიკურად მზად ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სამი ქულა მოვიპოვოთ", – განაცხადა ნაკრების ნახევარმცველმა ლუკა გაგნიძემ.

გაგნიძემ ტრავმის გამო დაახლოებით სამი კვირა ვერ ითამაშა და ვარჯიში მხოლოდ რამდენიმე დღის წინ განაახლა.
ორ გამართულ საკვალიფიკაციო მატჩში საქართველოს ნაკრებმა გაიტანა სამი გოლი, ხოლო საკუთარ კარში არცერთი ბურთი არ გაუშვია. ბოლო ევროზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ისტორიაში პირველად კონტინენტის პირველობაზე პლეი-ოფში გავიდა.
ახალგაზრდული ევრო 2025 სლოვაკეთში ჩატარდება.