თბილისი, 10 ოქტომბერი − Sputnik. თეირანი არ მონაწილეობდა ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმაში, მაგრამ მივესალმები ისრაელის შეუქცევად სამხედრო და სადაზვერვო მარცხს, განაცხადა ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ჰამენეიმ.
„ჩვენ ხელებს ვუკოცნით მათ, ვინც სიონისტურ რეჟიმზე შეტევები დაგეგმა“, − განაცხადა ჰამენეიმ ტელევიზიით გამოსვლისას.
აიათოლას თქმით, „ამ დამანგრეველმა მიწისძვრამ“ ისრაელის რამდენიმე კრიტიკული სტრუქტურა გაანადგურა, რომელთა აღდგენაც მარტივი საქმე არ არის. ამასთან ჰამანეის მიაჩნია, რომ „ამ კატასტროფაში“ დამნაშავე თავად „სიონისტური რეჟიმია“.
ირანი დიდი ხანია მხარს უჭერს დაჯგუფება „ჰამასს“, რომელიც ღაზის სექტორზე ისრაელის უფლებას არ აღიარებს.
მანამდე შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ ირანი „ჰამასის“ თანამონაწილეა ისრაელზე თავდასხმაში, თუმცა იმის მტკიცებულებები ან სადაზვერვო მონაცემები, რომლებიც თეირანის უშუალო მონაწილეობას დაადასტურებდა, თეთრ სახლს არ გააჩნია.
საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით, „არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ ჰამასს დაეხმარნენ“. ამასთან მან ხაზი გაუსვა, რომ პარიზს ჯერჯერობით არ გააჩნია თავდასხმაში თეირანის მონაწილეობის დამადასტურებელი ცნობები, თუმცა საფრანგეთმა უკვე დაიწყო საკითხის შესწავლა.