თბილისი, 9 ოქტომბერი – Sputnik. გურჯაანის მუნიციპალიტეტში პნევმატური იარაღიდან შემთხვევით გასროლილი ტყვიით 9 წლის ბიჭი მძიმედ დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია „TV პირველი“.
შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში დღეს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდები თამაშობდნენ, რა დროსაც ერთ-ერთ მათგანს ტყვია შემთხვევით გაუვარდა და ის თანატოლს თვალის არეში მოხვდა.
დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ბავშვი მიღებული დაზიანებით ადგილობრივ საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა მისი მძიმე მდგომარეობის გამო კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა.
წყარო - ტელეკომპანია „პირველი“.