თბილისი, 9 ოქტომბერი – Sputnik. ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია „TV პირველი“.
ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში, მახინჯაურის დასახლებაში დღეს მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
წყარო - ტელეკომპანია „პირველი“.