ბარსელონაში „თბილისობა" აღნიშნეს

ღონისძიების სტუმრებს ქართული სამზარეულოს გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ.
Sputnik
თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. ბარსელონაში საქართველოს დედაქალაქისადმი მიძღვნილი დღესასწაული „თბილისობა" აღნიშნეს, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს რეგიონების ინსტალაციები. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ ქართულ კულტურას, ხელოვნებასა და ფოლკლორს.
ღონისძიება ბარსელონაში საქართველოს გენერალური საკონსულოს, ასევე ბარსელონის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.
წელს დედაქალაქში „თბილისობა" 30 სექტემბერსა და 1 ოქტომბერს გაიმართა სამ ადგილზე – რიყის პარკში, აბანოთუბანში და ორბელიანის მოედანზე.