ძიუდო: საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიაში მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი ოქრო მოიპოვა

ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი პორტუგალიის ქალაქ ოდიველაშში 4-8 ოქტომბერს იმართება.
Sputnik
თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. ქართველი მძიმეწონოსანი შალვა გურეშიძე (+100) პორტუგალიაში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში ოქროს მედლის მფლობელი გახდა. იუწყება საქართველოს ძიუდოს ფედერაცია.
ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი პორტუგალიის ქალაქ ოდიველაშში 4-8 ოქტომბერს იმართება.
ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა ფინალში თურქი სპორტსმენი თათაროღლუ დაამარცხა. გურეშიძემ ლამაზი გდებით ჯერ ვაზარი დაიმსახურა, შემდეგ კი შეტევაზე გადასული მეტოქე შებოჭა და გამარჯვებაც მოიპოვა.
მანამდე ვერცხლის მედალი საქართველოს ნაკრებს ალექსანდრე ლოლაძემ (81 კგ) მოუტანა.
პორტუგალიაში გამართულ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირად ჩათვლაში ვაჟთა შორის მესამე ადგილი დაიკავა. კვირას, ტურნირის ბოლო დღეს, გაიმართება გუნდური შეჯიბრი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ შერეული გუნდები.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოს ჩემპიონატზე:
ჭაბუკები: კაკო ჩაფურიშვილი – 60 კგ, თენგო ზირაქაშვილი – 66 კგ, გიორგი ტერაშვილი – 73 კგ, ლუკა ბაბუციძე – 81 კგ, ალექსანდრე ლოლაძე, თამაზ კობერიძე – 90 კგ, გიორგი ბადუაშვილი – 100 კგ, შალვა გურეშიძე – +100.
გოგონები: მარიამ ფოცხვერაშვილი და ჯულიეტა როდონაია - 48 კგ, ელენე წიკლაური - 52 კგ, ნინო წიკლაური, ნინო ლოლაძე - 57 კგ, ეთერ ასკილაშვილი - 63 კგ, ნინო გულბანი - 70 კგ, ნინო პაპიძე - +78 კგ.