„სასტიკი და არაადამიანური აგრესია“ - შალვა პაპუაშვილი ისრაელში მიმდინარე მოვლენებზე

ისრაელში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადდა, თავდაცვის სამინისტრომ რეზერვისტების გაწვევა დაიწყო
Sputnik
თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. ქართველი ხალხი მხარს უჭერს ისრაელს, რომლის წინააღმდეგაც განხორციელდა სასტიკი და არაადამიანური აგრესია, წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
ისრაელმა ღაზის სექტორში კონტრტერორისტული ოპერაცია დაიწყო >>
შაბათს პალესტინის მოძრაობა ჰამასის სამხედრო ფრთამ ისრაელის წინააღმდეგ დაიწყო ოპერაცია „ალ-აქსას წარღვნა“ და განაცხადა, რომ მან ღაზის სექტორიდან 5000 რაკეტა გაისროლა. შედეგად 40-ზე მეტი ისრაელის მოქალაქე დაიღუპა და 740-ზე მეტი დაშავდა. საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ღაზის სექტორში კონტრტერორისტული ოპერაცია „რკინის ხმლები“ ​​წამოიწყეს.
„გაუმართლებელი, სასტიკი და არაადამიანური აგრესია ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიუღებელია. ქართველი ხალხი მხარს უჭერს მოძმე ისრაელს. ასეთი ძალადობის ადგილი მსოფლიოში არ უნდა იყოს“, - დაწერა პაპუაშვილმა twitter-ში.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის ტერიტორიაზე მასირებული შეტევის შედეგად დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.
ისრაელში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. თავდაცვის სამინისტრომ რეზერვისტების გაწვევა დაიწყო, არმია სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი.