მსოფლიო დღეს

ისრაელმა ღაზის სექტორში კონტრტერორისტული ოპერაცია დაიწყო

შაბათს დილით ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 5 ათასზე მეტი რაკეტა გაუშვეს
Sputnik
თბილისი, 7 ოქტომბერი – Sputnik. ისრაელის არმიამ ქვეყნის ტერიტორიაზე მასიური სარაკეტო თავდასხმის შემდეგ ღაზის სექტორში კონტრტერორისტული ოპერაცია „რკინის ხმლები“ დაიწყო, იუწყება „რია ნოვოსტი“.
ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) ათობით გამანადგურებელმა ღაზის სექტორში ჰამასის სამიზნეები დაბომბა.
„ეს ომია... მტერი ისეთ საზღაურს გადაიხდის, როგორს არასდროს“, - განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
შაბათს დილით, ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 5 ათასზე მეტი რაკეტა გაისროლეს, იტყობინება Yedioth Ahronoth. The Times of Israel-ის ცნობით, სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა ისრაელზე მასიური სარაკეტო თავდასხმის შედეგად.
გარდა ამისა, 300-ზე მეტი ისრაელის მოქალაქე სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით გადაყვანილია საავადმყოფოებში ქვეყნის სამხრეთ და ცენტრში.
ვრცელდება ინფორმაცია ბოევიკების შეჭრის შესახებ სასაზღვრო რაიონებში.
ჰამასის ინფორმაციით, სულ მცირე 35 ისრაელელი ჯარისკაცი და მოსახლე ტყვედ არის აყვანილი.