კობახიძე: „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონი პრეზიდენტთან არ გაიგზავნება

კანონი პრეზიდენტის ხელმოწერის გარეშე, დაუყოვნებლივ შევა ძალაში, განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ.
Sputnik
თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. მმართველი პარტია საქართველოს პრეზიდენტს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონს ხელმოსაწერად არ გაუგზავნის, განაცხადა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტმა შეკრებების შესახებ კანონში ცვლილებები დაამტკიცა, რომელიც საპროტესტო აქციების დროს შეზღუდვების სიას აფართოებს. საუბარია ისეთი დროებითი კონსტრუქციების მოწყობის აკრძალვაზე, რომლებიც ტერიტორიაზე მყოფ ადამიანებს საფრთხეს შეუქმნის და პოლიციის მუშაობას ხელს შეუშლის.

„ეს კანონი პარლამენტმა არა საქართველოს კონსტიტუციის 45-46-ე მუხლების, არამედ 36-ე მუხლის საფუძველზე მიიღო. შესაბამისად, კანონი პრეზიდენტის ხელმოწერის გარეშე, დაუყოვნებლივ შევა ძალაში“, – განაცხადა კობახიძემ.

კონსტიტუციის 36-ე მუხლი განსაზღვრავს პარლამენტის სტატუსსა და უფლებამოსილებებს, ხოლო 45-ე და 46-ე მუხლები განსაზღვრავს კანონების მიღებისა და ძალაში შესვლის წესს.
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები პარლამენტმა გუშინ დაამტკიცა.