თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. ვაშინგტონმა უნდა შეაჩეროს უკრაინის ფინანსური დახმარება მანამ, სანამ ევროკავშირი ამ მიზნებისთვის დანახარჯებს აშშ-ის დანახარჯების დონემდე არ გაზრდის, მიაჩნია აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.
როგორც ტრამპი წერს Truth Social-ის საკუთარ აკაუნტზე, შეერთებულმა შტატებმა უკრაინის მხარდაჭერაზე ევროკავშირზე მეტი სახსრები არ უნდა ხარჯოს.
„რატომ არ აიძულებს ჯო ბაიდენი ევროპას, გადასცეს 175 მილიარდი დოლარი უკრაინას, რომლითაც იგი შეერთებულ შტატებს ჩამორჩება გადახდებში? რატომ არ მოვითხოვთ თანასწორობას — დოლარი დოლარზე? ამერიკის ხელისუფლებამ ერთი დოლარიც კი არ უნდა გადარიცხოს მანამ, სანამ ევროპა ამერიკას არ გაუტოლდება უკრაინის თავდაცვაზე დანახარჯებით“, — დაწერა ექს-პრეზიდენტმა.
როგორც დონალდ ტრამპი მიიჩნევს, უკრაინაში სამხედრო კონფლიქტი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით, მაგრამ, მისი ვარაუდით, აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაცია არ არის დაინტერესებული ასეთი სცენარით.