თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეშფოთება გამოთქვა რუსეთის ხელისუფლების გეგმებთან დაკავშირებით – განათავსოს დამატებითი სამხედრო ბაზა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად რეგიონში – აფხაზეთში.
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ უფრო ადრე განაცხადა, რომ რუსეთი ოჩამჩირეში სამხედრო და სამხედრო-საზღვაო ბაზების ახალი მუდმივი პუნქტის შექმნას გეგმავს. მისი თქმით, შესაბამის შეთანხმებას მოსკოვსა და სოხუმს შორის უკვე მოეწერა ხელი.
„მსგავსი ქმედებები წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევას", – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარებში.
უწყებამ რუსეთს მოუწოდა, დაიცვას საერთაშორისო ვალდებულებები და შეასრულოს ევროკავშირის შუამდგომლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.
საქართველომ კონტროლი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე 1990-იანი წლების დასაწყისში შეიარაღებული კონფლიქტების შემდეგ დაკარგა, ხოლო 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ამ რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა.