თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კომპანია Veolia group-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის აღმასრულებელ ვიცე-პრეზიდენტ ფილიპ გუიტარდთან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ენერგეტიკის, ნარჩენების მართვისა და წყალმომარაგების მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილა, ნათქვამია მთავრობის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ფრანგული კომპანია Veolia group, რომელსაც მსოფლიო მასშტაბით 220 ათასი თანამშრომელი ჰყავს, საქართველოში სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტში ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს.
2022 წელს კომპანიამ 111 მილიონი მოსახლე უზრუნველყო სასმელი წყლით, 97 მილიონი მოსახლე − სანიტარული მომსახურებით, გამოუშვა 44 ტერავატ/საათი ელექტროენერგია და ამოიღო 61 მილიონი ტონა ნარჩენი.