მსოფლიო დღეს

სომხეთის პარლამენტმა რომის სტატუტის რატიფიცირებაზე მსჯელობა დაიწყო

Sputnik
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. სომხეთის პარლამენტმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) რომის სტატუტის რატიფიცირების საკითხის განხილვა დაიწყო, იუწყება სააგენტო „არმენპრესი".
გარდა ამისა, პარლამენტი ასევე იმსჯელებს ICC-ს იურისდიქციის ცნობის შესახებ დეკლარაციის მიღებაზე.
გავრცელებული ცნობით, თემა განსახილველად საერთაშორისო იურიდიულ საკითხებში სომხეთის წარმომადგენელმა იეგიშე კირაკოსიანმა წამოიწია.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხეთის მიერ რომის სტატუტის რატიფიცირება, რაც გულისხმობს, რომ ქვეყანა შეუერთდება ICC-ს გადაწყვეტილებას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და ბავშვთა უფლებების დამცველ მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების შესახებ, მოსკოვთან ურთიერთობებზე უარყოფითად აისახება.
სომხეთმა რომის სტატუტს 1999 წელს მოაწერა ხელი, თუმცა მისი რატიფიცირება არ მოუხდენია. 2023 წლის 1 სექტემბერს სომხეთის მთავრობამ პარლამენტს ICC-ს რომის სტატუტის რატიფიკაციის პროექტი გაუგზავნა. 28 სექტემბერს სომხეთის პარლამენტის შესაბამისმა კომისიამ დადებითი დასკვნა გამოიტანა რომის სტატუტის რატიფიცირების პროექტზე, რომელიც ერთხმად მოიწონეს. როგორც ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, სომხეთს ამ გზით აზერბაიჯანის პასუხისგებაში მიცემა სურს.