თბილისი, 2 ოქტომბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 3 ოქტომბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
მთაწმინდის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ) და რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობას.
ისნის რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კასპის, დოესის, უბილავას, ზურაბიშვილის, კობარეთის, ლეხ კაჩინსკის და აწყურის ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ივერიელის, ახმეტის, წინანდლის, ზურაბიშვილის, კობარეთის, ხახანაშვილის, ელიას მთის და გუთნის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), გამსახურდიას გამზირის (ნაწილობრივ), 26 მაისის მოედნის, სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის და ბროლოსანის ქუჩის მოსახლეობას.
ჩუღურეთის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მახათის მთის მიმდებარე ტერიტორიის, ცაიშის, თვალჭრელიძის, ქვალონის, რეხის, მნათობის, ჩეჩელაშვილის, თამარაშვილის და დავითაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და არაყიშვილის ქუჩის მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.