აუპატიურებდა და ემუქრებოდა ქალებს: პოლიციამ 60 წლის კაცი დააკავა

პოლიცია ჯერჯერობით არ აზუსტებს, რამდენ ეპიზოდზეა საუბარი.
Sputnik
თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. თბილისში 60 წლის მამაკაცი გაუპატიურების, ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ნაცნობ გოგონებთან, მათი ნების საწინააღმდეგოდ დაამყარა სქესობრივი კავშირი, ასევე მათ არაერთხელ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული მათ მიმართ მუქარასაც ახორციელებდა.
პოლიცია ჯერჯერობით არ აზუსტებს, რამდენ ეპიზოდზეა საუბარი.
გაუპატიურების, ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე, 126-ე და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო - შსს