წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.
24 სექტემბერი - 3 ოქტომბრის პერიოდი
24 სექტემბერი - 3 ოქტომბრის პერიოდი სასწორის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.
მნიშვნელოვანი წლებია: 8, 16, 24, 32, 40, 48, 56, 64, 72.
ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა მანანა.
24 სექტემბერი - 3 ოქტომბრის პერიოდში დაბადებულებს პლანეტა ვენერა მფარველობს და ზემოქმედებს მათ ემოციებზე, ვნებებზე, ინსტიქტებზე. ამ დეკადაში დაბადებულები მუდამ ისწრაფვიან ჰარმონიისკენ, არიან პატიოსანი, გულმოწყალე ადამიანები, უყვართ ყველაფერი მშვენიერი. აქვთ ძლიერი ინტუიცია, რაც ზერელე საქციელისგან იცავს და საკუთარი თავის რეალიზებაში ეხმარება მათ.
30 სექტემბერს დაბადებულები
30 სექტემბერს მომხიბლავი, ენერგიული, ენამახვილი ადამიანები იბადებიან. ისინი ტკბებიან სიცოცხლით, უყვართ ყურადღება. ცუდად იტანენ მარტოობას, გულწრფელად უყვართ ურთიერთობები. უპირატესობას ანიჭებენ საინტერესო, ჭკვიან ადამიანებთან შეხვედრებს. მათთვის ასეთ ადამიანებთან გატარებული დრო გამოცდილების ტოლფასია - სწავლობენ დაკვირვებას, თავშეკავებას, მოთმინებას, სხვისი აზრის პატივისცემას.
30 სექტემბერს დაბადებულები ამბიციური არიან. მათი ძლიერი თვისებებია ასევე კეთილსინდისიერება, ენამახვილობა, მომხიბვლელობა. ამასთან, ეს ადამიანები სერიოზული არიან, აქვთ ცნობისმოყვარე, მახვილი გონება და უსაზღვრო შემოქმედებითი პოტენციალი.
ხანდახან ამ დღეს დაბადებულები იმპულსურად მოქმედებენ, მაგრამ ყოველთვის აქვთ საკუთარი საქციელის გასამართლებელი არგუმენტი. ეს ადამიანები თავს არ კარგავენ, არ ვარდებიან უკიდურესობაში. ურჩევნიათ, ჯერ გააანალიზონ ვითარება და მხოლოდ შემდეგ გამოთქვან თავიანთი მოსაზრება. იმპულსური ქმედება მხოლოდ გამონაკლისია წესებიდან.
30 სექტემბერს დაბადებულები კარიერისტები არ არიან. ისინი ცხოვრებაში უმთავრესად მიიჩნევენ პრაქტიკულ გამოცდილებას. ეს მათზე დადებითად აისახება და თავისი საქმის პროფესიონალები დგებიან. სამსახურში არაკონფლიქტური არიან, თანამშრომლებთან თანაბარი, მეგობრული ურთიერთობები უყალიბდებათ.
ჯანმრთელობა
30 სექტემბერს დაბადებულებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ფიზიკური სრულყოფილება. ისინი ყურადღებით ექცევიან თავიანთ ჯანმრთელობას, აკონტროლებენ კვების რეჟიმს, ასევე ფიზიკურ დატვირთვებს.
მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ ამ დღეს დაბადებულები ჯანმრთელობით გამოირჩევიან, რომლის შერყევა შეუძლია სტრესებს, ალკოჰოლსა და ზედმეტ ჭამას. მათ უნდა შეზღუდონ ზედმეტი ტკბილეულის მიღება, ასევე პროტეინების, რადგან შედეგი, დიდი ალბათობით, ენდოკრინოლოგის კაბინეტი იქნება.
რჩევა:
მიუხედავად იმისა, რომ დამაჯერებელი ცოდნა გაგაჩნიათ, ეს არ ნიშნავს, რომ ყოველთვის მართალი ხართ. ნუ დათრგუნავთ სხვებს თქვენი ინტელექტით, იყავით უფრო გულწრფელი და მომთმენი.