ტაჯიკეთმა „მოსკოვის ფორმატის“ დეკლარაცია არ მოიწონა

Sputnik
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. ყაზანში ავღანეთის საკითხებზე „მოსკოვის ფორმატის“ ყველა მონაწილემ დაამტკიცა დეკლარაცია, გარდა ტაჯიკეთისა, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ავღანეთის საკითხებში ზამირ ქაბულოვმა.

„ჩვენი სამუშაო დასრულებულია, ყაზანის დეკლარაცია თითქმის ყველამ დაამტკიცა ტაჯიკეთის გარდა. ტაჯიკ პარტნიორებს პრეტენზიები აქვთ ამ დეკლარაციის გარკვეულ პუნქტებთან დაკავშირებით. ამის შესახებ შეგიძლიათ პირადად ჰკითხოთ და აგიხსნიან", — განუცხადა დიპლომატმა ჟურნალისტებს.

ყაზანში ავღანეთის საკითხებზე „მოსკოვის ფორმატის“ მეხუთე შეხვედრა დღეს გაიმართა. ავღანეთს წარმოადგენდა „თალიბანის“ დელეგაცია, რომელსაც ქვეყნის დროებითი მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ამირ ხან მუთაქი ხელმძღვანელობდა.
ქაბულოვი: ლავროვი თალიბების დელეგაციას არ შეხვდება
ავღანეთის კონფლიქტის მოსაგვარებლად „მოსკოვის ფორმატის" პირველი შეხვედრა 2017 წლის 14 აპრილს გაიმართა საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეებისა და 11 ქვეყნის (რუსეთი, ავღანეთი, ჩინეთი, პაკისტანი, ირანი, ინდოეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) სპეციალური წარმომადგენლის მონაწილეობით. „მოსკოვის ფორმატის“ მთავარი ამოცანა იყო ავღანეთში ეროვნული შერიგების პროცესის ხელშეწყობა და ამ ქვეყანაში მშვიდობის მალე დამყარება.
აღსანიშნავია, რომ გაერომ „თალიბანს“ სანქციები დაუწესა ტერორისტული საქმიანობისთვის.