თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. მედიაჯგუფმა „როსია სეგოდნიამ“, მას შემდეგ, რაც კანადის პარლამენტში ვოლოდიმერ ზელენსკის ვიზიტის ფარგლებში უკრაინელ SS-ელ იაროსლავ ჰუნკას მიაგეს პატივი, აამოქმედა ჰეშთეგი #отменинацистскуюканаду.
„თავისი ქმედებებით, აშკარად შავის გათეთრების მცდელობით კანადამ ტოლობის ნიშანი დასვა თავის სახელწოდებასა და სიტყვა „ნაციზმს“ შორის. ჩვეულებრივი ნაციზმი სწორედ ასეთია. დაფარვა, აშკარად ხილულის არშემჩნევა, ცნებების ჩანაცვლება — ის, რაც მოკავშირეებისთვის ომის დასაწყისში იყო დამახასიათებელი, ახლაც იჩენს თავს. ჩვენ ვაუქმებთ ამგვარ ქცევას. ჩვენ წინააღმდეგი ვართ ნებისმიერი სანქციებისა და შეზღუდვებისა, მაგრამ არ შეგვიძლია, რომ ესოდენ შემაძრწუნებელ სიტუაციაში საკუთარი სამოქალაქო პოზიცია არ გამოვხატოთ. ჩვენ ვაუქმებთ არა ქვეყანასა და მის ხალხს, არამედ ასეთი ქცევის შესაძლებლობას, ისეთ პოლიტიკოსებს, რომლებიც ზელენსკისთან ერთად მიესალმნენ ესესელს“, — განუცხადეს „რია ნოვოსტის“ მედიაჯგუფის პრეს-სამსახურში.
„როსია სეგოდნია“ მოუწოდებს ყველას, „ვინც პატივს სცემს დიდ სამამულო ომში დაღუპულთა ხსოვნას“, მონაწილეობა მიიღოს ჟურნალისტების მიერ ინიცირებულ აქციაში.
ამასთან აღინიშნება, რომ მედიაჯგუფში შემავალი რესურსები მომხდართან დაკავშირებულ მასალებსა და მისი მონაწილე პოლიტიკოსების განცხადებებს რუსული და ინგლისური ჰეშთეგებით — #отменинацистскуюканаду და #cancelnazicanada მონიშნავენ.
ჰუნკას ინციდენტი
22 სექტემბერს ვოლოდიმირ ზელენსკი კანადის პარლამენტის თემთა პალატაში გამოვიდა სიტყვით, რის შემდეგაც სპიკერმა ენტონი როტამ დარბაზში მყოფ 98 წლის იაროსლავ ჰუნკას (უკრაინულად იაროსლავ გუნკო) მიმართა და მას უკრაინისა და კანადის გმირი უწოდა. როტამ მადლობა გადაუხადა მას სამსახურისთვის, ხოლო დამსწრეებმა ფეხზე ადგომით გაუმართეს ოვაციები.
მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს იაროსლავ გუნკო ვაფენ SS-ის გრენადერთა დივიზია „გალიჩინაში" მსახურობდა. ეს იყო მოხალისეთა დანაყოფი, რომელიც ძირითადად ეთნიკური უკრაინელებისგან იყო დაკომპლექტებული და ნაცისტების მეთაურობით მოქმედებდა.
იაროსლავ ჰუნკას პარლამენტში მიწვევაზე პასუხისმგებლობა თემთა პალატის სპიკერმა ენტონი როტამ აიღო და გადადგომაზე განცხადება დაწერა, ხოლო პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ საჯაროდ მოიხადა ბოდიში პარლამენტის სახელით.