მსოფლიო დღეს

თურქეთი მზადაა უმასპინძლოს „3+3“-ის შეხვედრას

Sputnik
თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. თურქეთი დაინტერესებულია რეგიონული პლატფორმა „3+3“-ის გააქტიურებით და არაერთხელ გამოთქვა მზადყოფნა, უმასპინძლოს ამ ფორმატში უმაღლესი დონის შეხვედრას, განუცხადა „რის ნოვოსტის“ წყარომ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან.
წყაროს თქმით, თურქეთი, როგორც ამ პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი, მხარს უჭერს რეგიონულ თანამშრომლობას.

„თანამშრომლობის ამ ფორმატის წარმატების შესაძლებლობას ვხედავთ თურქულენოვანი ქვეყნების მაგალითზე, როდესაც საერთო ფესვების, ერთმანეთთან დამაკავშირებელი ელემენტების მქონე რეგიონული ქვეყნები ერთობლივად ჭრიან პრობლემებს, აწყობენ გეგმებს, ზრდიან სავაჭრო ბრუნვას და ა.შ. ამიტომ ჩვენ ამ ფორმატის გააქტიურების მომხრე ვართ და არაერთხელ გამოვთქვით მზადყოფნა, ვუმასპინძლოთ ასეთ მაღალი დონის შეხვედრას“, — აღნიშნა წყარომ.

პლატფორმა „3+3“ გულისხმობს თანამშრომლობას რუსეთს, თურქეთს, ირანს, აზერბაიჯანს, საქართველოსა და სომხეთს შორის. 2022 წლის დეკემბერში მოსკოვში „3+3“-ის პირველი შეხვედრა გაიმართა, რომლის თანათავმჯდომარეები იყვნენ რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები და ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური დირექტორი. საქართველოს ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ თბილისი უარს ამბობს რეგიონულ საკონსულტაციო მექანიზმში მონაწილეობაზე.