თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. სამშაბათს ღამით ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ქალი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა, სამივე ერთ მანქანაში იმყოფებოდა. კიდევ ერთი ადამიანი დაშავდა, ის კლინიკაში გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მაშველები.