უბედური შემთხვევა ხულოში - კაცი ბეტონის ამრევ დანადგარში მოყვა

Sputnik
თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ვაშლოვანში ახალგაზრდა მამაკაცი ბეტონის გადამამუშავებელ დანადგარში მოჰყვა და ადგილზე დაიღუპა, იუწყება ადგილობრივი ტელეარხი TV 25.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია, დანაშაული ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.