რატომ არ ჩამოართვა პრეზიდენტმა მოქალაქეობა ფარცხალაძეს - დეპუტატის ხედვა

საქართველოს პრეზიდენტი მზად იყო დაუყოვნებლივ გაეუქმებინა მოქალაქეობა აშშ-ის სანქციების ქვეშ მოქცეულ ყოფილ გენერალურ პროკურორს, მაგრამ შემდეგ გადაიფიქრა.
Sputnik
თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აშშ-ის სანქციების სიაში მყოფ ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა იმიტომ არ ჩამოართვა, რომ ოპოზიცია ცდილობს მოამზადოს ახალი შეთითხნილი მიზეზები ხელისუფლების წინააღმდეგ შემდგომი ბრალდებისთვის, განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჟველაძემ.
19 სექტემბერს სახელმწიფოს მეთაურის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ელოდება იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებას ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხზე და მზადაა ხელი მოაწეროს მას. მაგრამ 21 სექტემბერს გახდა ცნობილი, რომ ზურაბიშვილს მიზანშეწონილად არ მიაჩნია აშშ-ის მიერ სანქცირებული ქვეყნის ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა, ვინაიდან თუ ოთარ ფარცხალაძე დასასჯელია, ის უნდა დაისაჯოს სწორედ როგორც საქართველოს მოქალაქე.
„როდესაც საზოგადოებისთვის მიწოდებული ინფორმაცია ტყუილი აღმოჩნდა, უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა როგორც პრეზიდენტი, ისე ოპოზიცია და პოზიციის ცვლილება მოუწიათ. ეს პოზიციის ცვლილება, ალბათ, იმით უნდა იყოს ახსნილი, რომ კიდევ ცდილობენ მორიგი ბრალდებისთვის ახალი, შეთითხნილი მიზეზები მოამზადონ“, - განაცხადა სარჯველაძემ.
მისი თქმით, ოპოზიცია და პრეზიდენტს ჰქონდათ გათვლა, რომ იუსტიციის სამინისტრო ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის პროცედურას არ დაიწყებდა.
იუსტიციის სამინისტრო: ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა მიზანშეწონილია >>
ხოლო 20 სექტემბერს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა მიზანშეწონილად მიიჩნია. შესაბამისი დასკვნა პრეზიდენტს გადაეგზავნა.
სანქციები ფარცხალაძის წინააღმდეგ
2023 წლის 14 სექტემბერს შეერთებულმა შტატებმა გააფართოვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია, რომელშიც მოხვდა 150-ზე მეტი კომპანია და კერძო პირი, მათ შორის – ფარცხალაძე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ფარცხალაძე ქართველი-რუსი ოლიგარქია, რომელიც საქმიანობდა ან საქმიანობს რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, სანქციები დაწესებულია ფარცხალაძისა და რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) ოფიცრის ალექსანდრ ონიშჩენკოს წინააღმდეგ, რომელთანაც იგი თანამშრომლობდა საქართველოზე რუსეთის „მავნე გავლენის" გავრცელებისთვის.
სკანდალი ფარცხალაძის ირგვლივ: ეროვნული ბანკი ორმა ვიცე-პრეზიდენტმა დატოვა >>
აღნიშნულია, რომ ФСБ-მ ფარცხალაძე გამოიყენა „საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ" და მან „პირადი სარგებელი მოიპოვა ФСБ-ში მისი კავშირებიდან“.
ფარცხალაძე აღნიშნულ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ისინი უსაფუძვლოა. ის აპირებს გამოიყენოს ყველა სამართლებრივი საშუალება, რათა დაამტკიცოს, რომ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები უსაფუძვლოა.
ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორი 2013 წლის 7 ნოემბერს გახდა და ამ თანამდებობას რეკორდულად მოკლე დროის განმავლობაში იკავებდა. მან თანამდებობა დატოვა იმავე წლის 30 დეკემბერს – მისი ბიოგრაფიის ახალი დეტალების გარშემო აგორებული სკანდალის ფონზე. აღმოჩნდა, რომ ფარცხალაძე ახალგაზრდობის პერიოდში გერმანიაში ნასამართლევია.
ფარცხალაძე ბოლო პერიოდში რუსეთში ცხოვრობს, სადაც ბიზნესით არის დაკავებული.