„კუპონიზაცია, ალბათ, დარჩა ზოგიერთი ხელმოცარული მოღვაწის მეხსიერებაში, მაგრამ, რა თქმა უნდა, მას არ დავუბრუნდებით. ეროვნული ვალუტა არის მართლა ძალიან მყარი, ძალიან საამაყო და სულ უფრო მეტად პოპულარული", – განაცხადა თურნავამ.
„სავალუტო ბაზარზე პირველ რიგში მოქმედებს ის მაკროეკონომიკური ფაქტორები, რომლებიც არის ქვეყანაში. არანაირი მაკროეკონომიკური საფუძველი იმისა, რომ ჩვენ მსგავსი აპოკალიფსური სურათი დავხატოთ და ამის შიში გვქონდეს, არ არსებობს, იმიტომ რომ ეკონომიკა ვითარდება სტაბილურად. ყველა ფინანსური მაჩვენებლით ჩვენი სავალუტო სისტემა არის მდგრადი და სტაბილური", – განაცხადა თურნავამ.
„ბოლო მონაცემებით, ჩვენთან ინფლაცია 3%-იანი მიზნობრივი მაჩვენებლის პირობებში 1%-ზე ნაკლებია, ხოლო ფასების დონე გაცილებით დაბალ ნიშნულზე გვაქვს. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხია თითოეული ჩვენგანისთვის, იმიტომ რომ პოსტპანდემიურ პერიოდში ქვეყანას სერიოზული პრობლემა ჰქონდა ამ თვალსაზრისით… ახლა ეს პრობლემა მოხსნილია", – განაცხადა თურნავამ.