თბილისში ავარიას მსხვერპლი მოყვა

აღნიშნულია, რომ მამაკაცს ქვეითთა გადასასვლელით არ უსარგებლია.
Sputnik
თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შუახნის მამაკაცი დაიღუპა, იუწყება „პირველი არხი“.
როგორც ტელეარხი შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, ავტომობილი მამაკაცს შეეჯახა, როდესაც ის გზაზე გადადიოდა. აღნიშნულია, რომ მამაკაცს ქვეითთა გადასასვლელით არ უსარგებლია.
ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.
შსს-ს ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 276-ე მუხლით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 7 წლამდე.