თბილისი, 20 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ოთხშაბათს სავალუტო აუქციონი გამართა, რომლის შედეგების მიხედვით ლარის საშუალო შეწონილმა კურსმა დოლარის მიმართ 2,6841 GEL/$1 შეადგინა.
მარეგულირებელმა აუქციონზე 20 მლნ დოლარი გაყიდა, ნათქვამია ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე.
ეროვნულმა ბანკმა წინა სავალუტო აუქციონი 2023 წლის 2 ივნისს გამართა, როდესაც ლარის კურსი დოლარის მიმართ 2,6396 GEL/$1 იყო.
მაშინ მარეგულირებელმა გასაყიდად გაიტანა 40 მლნ დოლარი, მაგრამ მხოლოდ 17,1 მლნ გაიყიდა.
მაშინ ლარის კურსმა დოლარის მიმართ ვარდნა 10 მაისიდან დაიწყო, როდესაც ის 2,483 GEL/$ შეადგენდა. დღეისათვის კი უკვე ლარის კურსი 2,6412 GEL/$ ნიშნულზეა დადგენილი. ამგვარად ვარდნამ 6,4% შეადგინა.
ეროვნული ბანკის მიერ 21 სექტემბერს დადგენილი ლარის ოფიციალური კურსი დოლარის მიმართ 2,6750 GEL/$1 იქნება.
დოლარის მიმართ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2009 წლის მაისიდან Bloomberg-ის სავაჭრო სისტემის ბანკთაშორის ბაზარზე გარიგებების აგრეგირების მეშვეობით განისაზღვრება. 2021 წლის 1 თებერვლიდან ქართული სავალუტო ბაზარი მთლიანად Bmatch Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობაზე გადავიდა.