თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. გერმანიის დიდმა ოპოზიციურმა პარტია „ქრისტიანულ-დემოკრატიულმა კავშირმა" გამოაქვეყნა სააგიტაციო რგოლი, სადაც გერმანიის ბუნდესტაგის (პარლამენტის) შენობის ნაცვლად საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენციაა (ავლაბარში) ნაჩვენები.
რგოლში ერთ-ერთ კადრში ჩნდება შენობა მინის გუმბათით, რომელიც ძალიან ჰგავს რაიხსტაგს, მაგრამ გაირკვა, რომ რგოლის ავტორებმა ის საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში აურიეს. ამის შესახებ მათ სოციალური ქსელის მომხმარებელმა მაშინვე აცნობა.
პარტიაში გამოასწორეს შეცდომა და მადლობა გადაუხადეს მათ, ვინც ეს შეცდომა დაინახა.
„მოგესალმებით, საზოგადოებავ, დიდი მადლობა თქვენი მრავალრიცხოვანი შენიშვნებისთვის! გუმბათების დიდი არჩევანი გვქონდა, ახლა უკვე ერთადერთ შესატყვისზე შევჩერდით", – ნათქვამია პარტიის სოციალური ქსელი Х-ის (ყოფილიTwitter) გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.
პოსტზე მიმაგრებულ სურათზე გამოსახულია რაიხსტაგის, საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი სასახლისა და კაპიტოლიუმის (სადაც ამერიკის პარლამენტი იკრიბება) ფოტოები, ასევე კერძების მინის თავსახური.