თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს აზერბაიჯანმა რუსი სამშვიდობოები წინასწარ გააფრთხილა მთიან ყარაბაღში თავისი ნაბიჯების შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება, დაწერა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ Telegram-არხზე.
„მასმედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ რუსი სამშვიდობოები „ადრეულად" გააფრთხილა მთიან ყარაბაღში დღევანდელი „ანტიტერორისტული ოპერაციის" შესახებ. ეს არ შეესაბამება რეალობას", – განმარტავს ზახაროვა.
მისი თქმით, რუსულ კონტინგენტს აღნიშნული ინფორმაცია საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე მიაწოდეს.
მანამდე მარია ზახაროვამ ბრიფინგი გამართა სომხეთ–აზერბაიჯანის კონფლიქტის განაცხლებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, მოსკოვში იმედი აქვთ, რომ სომხეთის ხელისუფლება აცნობიერებს ვაშინგტონის „ახალი ავანტიურის საფრთხეს“, რომლის მიზანიც რეგიონში რუსეთის პოზიციების შესუსტება და მოკავშირეებთან ურთიერთობების გაფუჭებაა.
აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში „კონტრტერორისტული ოპერაცია“ დღეს, 19 სექტემბრის 13:00 საათზე დაიწყო „კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით“. ერევანში ბაქოს ნაბიჯები „ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაარღვევად“ შეაფასეს. ამასთან სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღში სომხეთის სამხედრო ძალები არ იმყოფებიან.