ზახაროვა: მოსკოვი მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

Sputnik
თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. მოსკოვი კონტაქტშია აზერბაიჯანთან იმ „ანტიტერორისტული ოპერაციის“ კონტექსტში, რომელსაც ბაქო ყარაბაღში ატარებს, ჩვენ ღრმად ვართ შეშფოთებული რეგიონში ვითარების მკვეთრი ესკალაციით, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ ბრიფინგზე.

„მოგვდის ინფორმაცია აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ რეგიონში ანტიტერორისტული ოპერაციების (როგორც ბაქო აცხადებს) დაწყებისა და ადგილობრივი სომხური შეიარაღებული ფორმირებების საპასუხო მოქმედებების შესახებ. რუსული მხარე მოუწოდებს დაპირისპირებულ მხარეებს, შეაჩერონ სისხლისღვრა, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საომარი მოქმედებები და დაუბრუნდნენ პოლიტიკურ-დიპლომატიური დარეგულირების გზას", – განაცხადა მან.

ზახაროვას თქმით, ყარაბაღის პრობლემის მშვიდობიანი გადაჭრისთვის აუცილებელი ყველა ნაბიჯი გაწერილია რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების სამმხრივი განცხადებების კომპლექსში, რომელიც 2020-2021 წლებშია მიღებული.
მსოფლიო დღეს
აზერბაიჯანმა ყარაბაღში „ანტიტერორისტული ოპერაცია“ დაიწყო: თავდაცვის უწყების განცხადება
ამასთან, რუსი დიპლომატი ხაზს უსვამს, რომ რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტი შექმნილ ვითარებაში კვლავაც განაგრძობს თავისი ამოცანების შესრულებას, და მოსკოვში იმედი აქვთ, რომ რუსი სამშვიდობოების უსაფრთხოება უპირობოდ იქნება უზრუნველყოფილი ყველა მხარის მიერ.
აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში „კონტრტერორისტული ოპერაცია“ დღეს, 19 სექტემბრის 13:00 საათზე დაიწყო „რესპუბლიკის კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით“. ერევანში ბაქოს ნაბიჯები „ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაარღვევად“ შეაფასეს. ამასთან სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღში სომხეთის სამხედრო ძალები არ იმყოფებიან.