თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გზავნილების მოცულობა 2023 წლის იანვარი–აგვისტოში, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 23,4%-ით გაიზარდა და 2.995,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი.
ფულადი გზავნილების მოცულობით 2023 წლის პირველ რვა თვეში რუსეთი ლიდერობს.
ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკა: 2023 წლის იანვარი–აგვისტო
ქვეყანა  | მოცულობა, მლნ დოლარი  | ზრდა/ვარდნა %  | 
რუსეთი  | 1.256,2  | 13,1  | 
იტალია  | 340,2  | 21,2  | 
აშშ  | 277,0  | 34,9  | 
საბერძნეთი  | 148,3  | 0,7  | 
გერმანია  | 145,4  | 44,5  | 
ეროვნული ბანკის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხული თანხის მოცულობამ 1.256,2 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადარიცხვების 41,9%-ია.
აგვისტოში გზავნილების მოცულობით რუსეთი ლიდერობს
ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გადმორიცხვები 2023 წლის აგვისტოში 14,1%-ით შემცირდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 287 მლნ დოლარი შეადგინა.
ფულადი გადმორიცხვების სტატისტიკა საქართველოში – 2023 წლის აგვისტო
ქვეყანა  | მოცულობა, მლნ დოლარი  | ზრდა/ვარდნა %  | 
რუსეთი  | 60,3  | -45,6  | 
იტალია  | 45,0  | 23,0  | 
აშშ  | 40,2  | 37,6  | 
გერმანია  | 20,4  | 33,5  | 
საბერძნეთი  | 19,9  | 6,0  | 
აგვისტოში რუსეთიდან 60,3 მლნ დოლარი გადმოირიცხა – გზავნილების მთლიანი მოცულობის 21%, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 45,6%-ით ნაკლებია.
რამდენი გაიგზავნა საქართველოდან უცხოეთში
აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 29,2 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2022 წლის აგვისტოსთან შედარებით 1%-ით ნაკლებია.
2023 წლის პირველ რვა თვეში საქართველოდან უცხოეთში 230,2 მლნ დოლარი გადაიგზავნა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7%-ით მეტია.