თბილისი, 18 სექტემბერი − Sputnik. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი ნიუ-იორკში ილონ მასკს შეხვდა და მას ქვეყნის მრეწველობაში ახალი ინვესტიციების ჩადების შესაძლებლობებზე ესაუბრა, იუწყება თურქეთის პრეზიდენტის პრეს-სამსახური.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერდოღანი მასკს გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვდებოდა.
„პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა კომპანია Tesla-სა და Space X-ის დამფუძნებელი ილონ მასკი მიიღო თურქულ ბაზარზე Tesla-ს პროდუქციის გამოსვლის ფონზე. ერდოღანმა მოუწოდა კომპანიას, გახსნას თავისი მეშვიდე ქარხანა თურქეთში“, − ნათქვამია პრეს-სამსახურის ინფორმაციაში.
არსებული ცნობით, თურქეთის პრეზიდენტმა ილონ მასკი ტექნოლოგიურ ფესტივალ Teknofest-ზე მიიწვია, რომელიც იზმირში ჩატარდება, ასევე გააცნო Digital Türkiye-ს კონცეფცია და ხელოვნური ინტელექტის სფეროში ეროვნული სტრატეგია.
როგორც პრეს-სამსახური წერს, კომპანია Space X-თან თანამშრომლობა შესაძლოა თურქეთის კოსმოსური პროგრამის ფარგლებში გადადგმული ნაბიჯების წყალობით გახდეს შესაძლებელი.