თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
Sputnik
თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 19 სექტემბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VII მიკრორაიონის, ხიზანიშვილის, ბაბილოძის და კვეესის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ატენის ქუჩის მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის XI მიკრორაიონის I კვარტლის, ცოტნე დადიანის (ნაწილობრივ), ჭყონდიდელის, დეპოს, კავთისხევის, ლეჩხუმის, ხევსურეთის, კოხრეიძის, ნიკო მარის, ჯანელიძის, სააკაძის, მეჯვრისხევის, მანჯგალაძის, კამალოვის, საჭილაოს, მესხიშვილის, თამარაშვილის, ლიკანის, წიკლაურის, ჩაქვის, მრევლიშვილის და ჩარგლის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფეიქართა ქუჩის მოსახლეობას.
კრწანისის რაიონი
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სადგურის და გორგასლის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, ვაშლიჯვრის დასახლების, გოძიაშვილის, ასმათის, დავარის, ოთხი ათასი მესხის, თინათინის და ფატმანის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.