„პირველ რიგში, საჭიროა უფრო მეტი ინფორმაციის გასაჯაროება, უფრო მეტი კონკრეტიკის წარმოდგენა. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა იმსახურებს იმას, რომ ჰქონდეს უფრო მეტი ინფორმაცია საქართველოს მოქალაქის შესახებ, რომელზეც ამბობენ, რომ სანქციების ქვეშ მოხვდა", – განაცხადა კალაძემ.
„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ საქმის შესწავლა დაიწყო, ალბათ, შესაბამისი უწყება მიმართავს თავის კოლეგებს იმასთან დაკავშირებით, რომ უფრო მეტი ინფორმაცია იყოს წარმოდგენილი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით", – განაცხადა კალაძემ.
„გახსოვთ მოსამართლეების შემთხვევა, როდესაც ვიზების შეზღუდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება იქნა მიღებული, თუმცა ახსნა-განმარტებაში ვერავინ ვერაფერი გაიგო – რატომ იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული, რას უკავშირდებოდა. ვფიქრობ, სულ მცირე, როდესაც სტრატეგიულ პარტნიორზეა საუბარი და ასეთი გადაწყვეტილებების მიღება ხდება, საზოგადოებისთვის ცნობილი უნდა იყოს, რა არის მიზეზები და უფრო მეტი კონკრეტიკა უნდა იყოს გაჟღერებული", – განაცხადა კალაძემ.