თბილისი, 17 სექტემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მომზადების ფაქტებზე რუსეთის, 28 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიების მიხედვით, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, ბრალდებული გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, რა დროსაც მისი პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს 244 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება.
სამართალდამცველებმა ასევე ამოიღეს 998,87 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება, რომლის ნაწილსაც ბრალდებული ინახავდა დაცულ საცავში, ხოლო ნაწილი განთავსებული ჰქონდა კონკრეტულ ლოკაციაზე მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260- ე და 18-260- ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღების მომზადებას გულისხმობს.
დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
წყარო - შსს