„შემოდგომის თბილისი": საქართველოს დედაქალაქში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი გაიმართება

ფესტივალზე შესრულდება ცნობილი უცხოელი და ქართველი კომპოზიტორების უკვდავი ნაწარმოებები.
Sputnik
თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. რიგით 31-ე საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი" საქართველოს დედაქალაქში 17 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.
ფესტივალის სცენაზე ტრადიციულად წარდგებიან ცნობილი შემსრულებლები, მუსიკოსები, ვოკალური ჯგუფები და ანსამბლები საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან. შესრულდება ცნობილი უცხოელი და ქართველი კომპოზიტორების უკვდავი ნაწარმოებები.
ყველა კონცერტი ტრადიციულად ვახტანგ კახიძის სახელობის თბილისის კულტურულ-მუსიკალური ცენტრის სცენაზე გაიმართება. ბილეთები უკვე იყიდება ცენტრის სალაროებში და ონლაინ.
პროგრამა:
17 სექტემბერი
სიმფონიური მუსიკის კონცერტი
მონაწილეობენ: თბილისის სიმფონიური ორკესტრი, სოლისტი – ვადიმ რეპინი. დირიჟორი- ვახტანგ კახიძე
პროგრამა: დმიტრი შოსტაკოვიჩი – „საზეიმო უვერტურა“, დმიტრი შოსტაკოვიჩი – „სავიოლინო კონცერტი N1“, ვახტანგ კახიძე – სიმფონიური სუიტა ბალეტიდან „ამორძალები“.
23 სექტემბერი
სიმფონიური მუსიკის კონცერტი
მონაწილეობენ: თბილისის სიმფონიური ორკესტრი, სოლისტი – დომენიკო ნორდიო, დირიჟორი - ვახტანგ კახიძე.
პროგრამა: ბერლიოზის „რაკოცი მარში“, სენ-სანსის „სავიოლინო კონცერტი N3“, ბერლიოზის „ფანტასტიკური სიმფონია“.
27 სექტემბერი
საგუნდო მუსიკის კონცერტი
მონაწილეობენ: სახელმწიფო გუნდი „ლატვია“, ქორმაისტერი – იანის სირმაისი
პროგრამა: ლატვიური საგუნდო მუსიკა
28 სექტემბერი
სიმფონიური მუსიკის კონცერტი
მონაწილეობენ: თბილისის სიმფონიური ორკესტრი, სახელმწიფო გუნდი „ლატვია“, საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა, სოლისტები სოფიო გორდელაძე, ნანა ძიძიგური, შალვა მუქერია, გიორგი ჭელიძე. დირიჟორი – ვახტანგ კახიძე.
პროგრამა: ბეთჰოვენი – „სიმფონია N9“
7 ოქტომბერი
საოპერო მუსიკის კონცერტი
მონაწილეობენ: თბილისის სიმფონიური ორკესტრი, საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა, სოლისტები – იანო ალიბეგაშვილი, ქეთევან ქემოკლიძე, გიორგი ონიანი, ლევან ტაბატაძე, რამაზ ჩიკვილაძე, გიორგი ჭელიძე, ალექსანდრე თიბელიშვილი. რეჟისორი – დავით საყვარელიძე, დირიჟორი – ვახტანგ კახიძე.
პროგრამა: ჯუზეპე ვერდი – ოპერა „აიდა“ (საკონცერტო შესრულება)
12 ოქტომბერი
სიმფონიური მუსიკის კონცერტი
მონაწილეობენ: თბილისის სიმფონიური ორკესტრი, სოლისტი – ნელსონ გოერნერი, დირიჟორი- ვახტანგ კახიძე.
პროგრამა: სერგეი რახმანინოვი – „საფორტეპიანო კონცერტი N3“, „სიმფონია N2“.
21 ოქტომბერი
საგუნდო-სიმფონიური მუსიკის კონცერტი
მონაწილეობენ: თბილისის სიმფონიური ორკესტრი, საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა, სოლისტები: გაბრიელ ჩომახაშვილი, სალომე კვალიაშვილი, ქეთევან ქართველიშვილი, ანა უსტიაშვილი, სალომე მაკარიძე, გედევან ჯინჭარაძე, მიხეილ ჯავახიშვილი, ბადრი ჩიხიაშვილი, ლუკა წიკლაური, გიორგი ნატროშვილი, მერაბ სამყურაშვილი. დირიჟორი – ვახტანგ კახიძე
პროგრამა: ვახტანგ კახიძე – „რეკვიემი“
საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „შემოდგომის თბილისი“ საქართველოს დედაქალაქში 1993 წლიდან იმართება. ფესტივალის დამფუძნებელი და უცვლელი პარტნიორია თბილისის მერია.