თბილისი, 17 სექტემბერი – Sputnik. პოლონეთი კვირიდან კრძალავს თავის ტერიტორიაზე რუსეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტომობილების შესვლას, განაცხადა შინაგან საქმეთა და ადმინისტრაციის მინისტრმა მარიუშ კამინსკიმ.
რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები ვერ შეძლებენ ევროკავშირის ტერიტორიაზე საკუთარი მანქანებით შესვლას, თუნდაც ტურისტული მიზნებისთვის და თუნდაც მცირე დროით.
„რუსეთში რეგისტრირებული მანქანების ევროკავშირში შესვლის აკრძალვის შესახებ ევროკომისიის რეკომენდაციების 8 სექტემბერს გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, ეს აკრძალვა პოლონეთის საზღვარზე შაბათს შუა ღამეს ამოქმედდება“, - ციტირებს „რია ნოვოსტი“ კამინსკის.
8 სექტემბერს ევროკომისიამ გამოაქვეყნა განმარტება, სადაც ნათქვამია, რომ 2022 წელს ევროკავშირის საბჭოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ასევე ვრცელდება რუსეთის მოქალაქეების პერსონალურ მანქანებს რუსული სარეგისტრაციო ნომრებით და, შესაბამისად, რუსეთის მოქალაქეებს არ შეუძლიათ ევროკავშირის ტერიტორიაზე საკუთარი ავტომობილებით შესვლა თუნდაც ტურისტული მიზნებისთვის და თუნდაც მოკლე ვადით.