ლაშა ხუციშვილი: საქართველოს ეკონომიკა 2023 წელს 6,5%-მდე გაიზრდება

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკის ზრდას 2023 წელს 4%-ის დონეზე ვარაუდობს.
Sputnik
თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობა ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 5%-დან 6,5-მდე ზრდის, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
2023 წლის ივლისში მშპ-ის რეალურმა ზრდამ, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5,5% შეადგინა - მიმდინარე წლის შვიდ თვეში ქვეყნის ეკონომიკა 7,2%-ით გაიზარდა.
„ეკონომიკური ზრდის პროგნოზი იზრდება 6,5%-მდე“, - განაცხადა ხუციშვილმა.
აგვისტოში ეროვნულმა ბანკმა ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 2023 წელს 5-დან 6%-მდე გაზარდა.
ეს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის უკვე მეორე გადახედვაა. 11 მაისს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2023 წელს მოსალოდნელი ეკონომიკური ზრდა 2022 წელთან შედარებით 5%-მდე გაზარდა. თავდაპირველად ქვეყნის მთავარი საფინანსო ინსტიტუტი პროგნოზირებდა, რომ საქართველოს მშპ 4%-ით გაიზრდებოდა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეკონომიკის ზრდას 2023 წელს 4%-ის დონეზე ვარაუდობს. მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2023 წლის მშპ-ის ზრდის პროგნოზი 4%-დან 4,4%-მდე გაზარდა, ხოლო აზიის განვითარების ბანკი ვარაუდობს, რომ 2023 წელს საქართველოში ეკონომიკის 4,5%-იანი ზრდა იქნება.