თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. ევროკავშირის საშინაო საქმეთა კომისარმა ილვა იოჰანსონმა ევროკომისიის თავმჯდომარის მოხსენების მოსმენას ქსოვა არჩია, წერს სოციალურ ქსელში საფრანგეთის პარტია „პატრიოტების“ წევრი ფლორიან ფილიპო.
„ურსულა ფონ დერ ლაიენის სიტყვა ევროკავშირში არსებული ვითარების შესახებ იმდენად დამღლელი იყო, რომ მისმა ერთ-ერთმა კომისარმა ქსოვა დაიწყო, სანამ ის ლაპარაკობდა! და ეს მაღალჩინოსნები წყვეტენ ჩვენს ბედს! ეს გამაოგნებელია“, — წერს ფილოპო X-ზე და იქვე ამის დამადასტურებელ ვიდეოს აქვეყნებს.
ურსულა ფონ დერ ლაიენი სტრასბურგში ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოვიდა მოხსენებით, რომელიც ევროკავშირში არსებულ ვითარებას შეეხებოდა. როგორც მან განაცხადა, ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოებისთვის მზადება დაიწყო. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ გაერთიანება მზად არის, შეასწოროს თავისი ხელშეკრულებები და კონვენციები გაერთიანების ახალი წევრებისთვის.