თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2023 წლის იანვარ-აგვისტოში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 16,8%-ით გაიზარდა და 14 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში 10 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა – 2022 წლის იანვარ-აგვისტოსთან შედარებით თითქმის 18%-ით მეტი.
საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2023 წლის იანვარი–აგვისტო
მაჩვენებელი | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა, % |
ექსპორტი | 4.075,4 | 14,3 |
იმპორტი | 9.925,7 | 17,8 |
სულ | 14.001,1 | 16,8 |
ექსპორტმა შეადგინა 4 მლრდ დოლარი, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე თითქმის 14,3%-ით მეტია.
2023 წლის დასაწყისიდან უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 5,8 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის რვა თვის მაჩვენებელთან შედარებით 20,3%-ით მეტია.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, 32,8%-ით გაიზარდა და 19 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ამასთან, გასულ წელს ექსპორტზე 5,6 მლრდ დოლარის ქართული პროდუქცია გავიდა – თითქმის 32%-ით მეტი 2021 წელთან შედარებით.