თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წელიწად-ნახევარში 9,7%-ით გაიზარდა, რაც ძირითადად ხელფასების ზრდითაა გამოწვეული, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი".
კერძოდ, 2023 წლის ივლისში, 2022 წლის თებერვალთან შედარებით, ხელფასები გაიზარდა 26,1%-ით, ფასები სამშენებლო მასალებზე – 5,7%-ით. მანქანები და დანადგარები – 22,8%-ით, სხვა ხარჯები – 6,2%-ით.
ამავე დროს, 4,1%-ით გაიაფდა ტრანსპორტირება, საწვავი და ელექტროენერგია.
მშენებლობის ღირებულების ინდექსი 2023 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით 1,6%-ით გაიზარდა.