აბიტურიენტები, რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს, პრემიას მიიღებენ

ფულადი პრემიის ოდენობა 1000 და 2000 ლარია.
Sputnik
თბილისი, 11 სექტემბერი — Sputnik. აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე ფულად პრემიას დაჰპირდა იმ სტუდენტებს აჭარიდან, რომლებმაც ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და მიიღეს გრანტი სწავლაზე 70% და 100%-ის ოდენობით.
ფულადი პრემიების ოდენობაა 1000 და 2000 ლარი. წელს ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში აჭარიდან 3,3 ათასზე მეტი აბიტურიენტი ჩაირიცხა, აქედან სწავლის 70% და 100%-იანი დაფინანსება სახელმწიფოსგან 150-მა სტუდენტმა მიიღო.

„ძალზე მნიშვნელოვანია, რომ გვყავდეს განათლებული ახალგაზრდობა, მომავალი თაობა, რომელიც ძალიან მალე განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის განვითარების ტემპსა და მიმართულებას“, – განაცხადა რიჟვაძემ სტუდენტებისადმი მიმართვისას.

მისი თქმით, ფულადი ჯილდო მთავრობისგან სტუდენტებისთვის მოტივაცია უნდა გახდეს.
აჭარის მთავრობა ახალგაზრდების ხელშემწყობ პროგრამებს ახორციელებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. სტუდენტების რაოდენობა და, შესაბამისად, პროგრამების ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება.