თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
Sputnik
თბილისი, 11 სექტემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 12 სექტემბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის IVბ მიკრორაიონის მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის და დაბა ბეთანიის მოსახლეობას.
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ტაბახმელას მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ლისის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ფერმწერთა, ავთო ვარაზის, ზაალიშვილის და ტაბიძის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, სოფელი თხინვალას, სოფელი ლისის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ფარნავაზ მეფის გამზირის (ნაწილობრივ), გელოვანის გამზირის, დემეტრე თავდადებულის, ავთო ვარაზის, ფერმწერთა და პეტრე ქავთარაძის ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), მეფე მირიანის (ნაწილობრივ), პეტრე იბერის, გიორგი ბრწყინვალის (ნაწილობრივ), ხატაეთის, ნესტან-დარეჯანის, კლაპროტის, ფატმანის, დანიბეგაშვილის, ასმათის, ერედვის, რაინგესის, კრისტიან სტივენის, ტარიელის, დავარის, ბარონ დე ბაის, ჰუბერტის, აბაშიძე-ორბელიანის, ვეფხისტყაოსნის, სტრაბონის, ბერტა ფონ ზუტნერის, შერმადინის, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის, ნიკო ბურის, რამაზის, ფატმანის, ვახტანგ ჭელიძის, თინათინის და ავთანდილის ქუჩების მოსახლეობას.
12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, პეტრიწის (ნაწილობრივ) და მეფე არჩილის ქუჩების მოსახლეობას.
13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), შარტავას, კანდელაკის, გაგარინის, აკაკი გახოკიძის, დარასელიას და ანაგის ქუჩების მოსახლეობას.
ვაკის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ატენის ქუჩის მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), სამხედრო დასახლების, ორხევის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, ჟვანიას და ქიზიყის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი ბაქრაძის და გელოვანის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
24:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაისუბნის დასახლების, ვაზისუბნის II, IIა, III მიკრორაიონების, ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I კვარტლის, ელიას მთის, აჩაბეთის, სომხეთის, პატარიძის, სიმონ და თინა ყაუხჩიშვილების, კვიპაროსის და თეოფანე დავითიას ქუჩების მოსახლეობას.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის II მიკრორაიონის, ვაზისუბნის III მიკრორაიონის I კვარტლის და თეოფანე დავითაიას ქუჩის მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.