მოსაზრება კვარაცხელიამ გამოთქვა პრეს-კონფერენციაზე „საქართველოს მედია საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე – დამოუკიდებლები თუ პარტიულები“, რომელიც Sputnik-საქართველოს მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართა.
„ახლა იქნება პროვოკაციული საკითხების წამოწევა ოპოზიციური მედიის მხრიდან. ისინი ყველანაირად შეეცდებიან გააშავონ მთავრობა, რომელსაც ისინი „პრორუსულს“ უწოდებენ, მმართველ პარტიას მოიხსენიებენ „რუსულ ოცნებად“. იქ არაფერია რუსული, ეს „ქართული ოცნებაა“, – განაცხადა კვარაცხელიამ.