მსოფლიო დღეს

მომდევნო ხუთიდან ერთი ზაფხული კიდევ უფრო ცხელი იქნება: მსოფლიო მეტეოროლოგების მოხსენება

Sputnik
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. მიმდინარე წლის ზაფხული ყველაზე ცხელი იყო პლანეტარულ ამინდზე დაკვირვების მთელი ისტორიის განმავლობაში, ნათქვამია მსოფლიოს მეტეოროლოგიური ორგანიზაციისა და კლიმატის ცვლილების შესწავლის ევროპული სამსახურის მოხსენებაში.
როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, წარმოდგენილი შედეგები თანამგზავრებიდან, საზღვაო ხომალდებიდან, თვითმფრინავებიდან და მეტეოსადგურებიდან მიღებული მილიარდობით გაზომვების კომპიუტერულ ანალიზს ეყრდნობა.

„2023 წლის ივნისი-ივლისი-აგვისტოს სეზონი დიდი სხვაობით იყო ყველაზე ცხელი გლობალური დაკვირვების მთელი ისტორიის განმავლობაში: საშუალო ტემპერატურამ 16,77°C შეადგინა, რაც 0,66°C-ით აღემატება [მანამდელ] საშუალო ტემპერატურას“, — ნათქვამია დოკუმენტში.

მოხსენებაში 2023 წლის ზაფხულის ძირითადი მონაცემები ასე გამოიყურება:
საშუალო ტემპერატურამ ევროპაში 19,63°C შეადგინა, რაც 0,83°C-ით მეტია ადრინდელ საშუალო ტემპერატურაზე;
ჩრდილოეთ ატლანტიკასა და მსოფლიო ოკეანეში ზღვის ზედაპირის ანომალიურად მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდა;
ზღვის სიცხის ტალღები ევროპის რამდენიმე რეგიონში დაფიქსირდა. ირლანდიასა და დიდ ბრიტანეთში ივნისში, ხოლო ხმელთაშუაზღვისპირეთში — ივლისსა და აგვისტოში;
ჩრდილოეთ ევროპისა და თურქეთის უმეტეს ნაწილში საშუალოზე მეტი ნალექი დაფიქსირდა, რამაც ნალექების ადგილობრივი რეკორდები მოხსნა და ზოგ შემთხვევაში წყალდიდობა გამოიწვია;
ისლანდიაში, ალპების რკალში, ჩრდილოეთ სკანდინავიაში, ცენტრალურ ევროპაში, აზიის დიდ ნაწილში, კანადაში, ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთსა და სამხრეთ ამერიკის უმეტეს ნაწილზე კი პირიქით — ამინდი საშუალოზე უფრო მშრალი იყო, რასაც გვალვა და ტყის ხანძრები მოჰყვა.
ამასთან მეტეოროლოგები ვარაუდობენ, რომ მომდევნო ხუთი წლიდან ერთ-ერთი კიდევ უფრო ცხელი იქნება (98%-იანი ალბათობით), ხოლო საშუალო გლობალური ტემპერატურა შეიძლება 1,5 გრადუსით გაიზარდოს.