თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
Sputnik
თბილისი, 6 სექტემბერი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 7 სექტემბერს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), გლდანის ხევის დასახლების, მუხიანის დასახლების (ნაწილობრივ), დემნა შენგელაიას და ნიკოლოზ შენგელაიას ქუჩების მოსახლეობას.
12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რომან ჭელიძის, გმირ კურსანტთა, ქერჩის, იპოლიტოვ-ივანოვის, კაჭარავას და ხიზამბარელის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ტაბახმელას (ნაწილობრივ), დაბა წავკისის (ნაწილობრივ) და დაბა კოჯრის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის მე-10 კილომეტრის, დიღმის მასივის I კვარტლის, ჩაჩავას, ბელიაშვილის, ლუბლიანას, ბოხუას და მიხეილ ჭიაურელის ქუჩების მოსახლეობას.
ნაძალადევის რაიონი
10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თიანეთის, ჩარგლის, გუდამაყრის, მუხრანის (ნაწილობრივ), ტიბაანის, ხორნაბუჯის, გარეჯელის და ბეინაშვილის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსოს გამზირის (ნაწილობრივ), ჩკალოვის, კასპის, დოესის, უბილავას, ზურაბიშვილის, კობარეთის, ნოსირის, ლეხ კაჩინსკის, აწყურის, წინანდლის, დოდაშვილის, ბოლნისის და სახალხოს ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს I, II მიკრორაიონების (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), მეფე მირიანის (ნაწილობრივ), გიორგი ბრწყინვალის (ნაწილობრივ), მარგიანის, ნუცუბიძის, ჟღენტის, ავთანდილის, ასმათის, ორბელიანის, დავარის და ვეფხისტყაოსნის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 მე IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ჯავახეთის, ლორთქიფანიძის და კაიროს ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.