თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ბიზნეს-სექტორის ბრუნვის მოცულობამ 48 მლრდ ლარი (+15,2%) შეადგინა, პირველ ადგილზე ვაჭრობის სექტორი (ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით) აღმოჩნდა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
ბიზნეს-სექტორის ბრუნვა 
ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით
| საქმიანობის სახეები | ბრუნვა, მლნ ლარი | ცვლილება, % | 
| საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტი | 18.184,0 | +13,3 | 
| ხელოვნება, გართობა, დასვენება | 14.924,6 | +27,8 | 
| გადამამუშავებელი მრეწველობა | 3.792,4 | -11,7 | 
| მშენებლობა | 3.008,0 | +26,2 | 
| ტრანსპორტი და დასაწყობება | 2.252,5 | +1,7 | 
უწყების ცნობით, საანგარიშო პერიოდში ბიზნეს-სექტორის ბრუნვის მოცულობის 63,8% მოდის მსხვილ ბიზნესზე, 15,2% – საშუალოზე, ხოლო 21% – მცირე ბიზნესზე.
2023 წლის მეორე კვარტალში ბიზნეს-სექტორში დასაქმებულთა რაოდენობამ 737,7 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 6,1%-ით მეტია.
დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 42,9% ქალია, ხოლო 57,1% – მამაკაცი.
საანგარიშო პერიოდში ბიზნეს-სექტორში დასაქმებულთა საშუალოთვიურმა ხელფასმა 1.914,7 ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 289 ლარით მეტია.
მათ შორის ქალების ხელფასმა 1.482,4 ლარი შეადგინა, რაც 215,4 ლარით მეტია 2022 წლის აპრილი-ივნისის მაჩვენებელზე.