მსოფლიო დღეს

დიპლომატიური წყარო: თურქეთი იცნობს კულებას განცხადებას

Sputnik
თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. ანკარამ იცის კიევის განცხადების შესახებ, რომელიც მარცვლეულის გარიგებაში დათმობებზე წასვლაზე უარს ამბობს, წერს „რია ნოვოსტი“ დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით.

„ჩვენ ვიცნობთ ამ განცხადებას. საკუთარ პოზიციას უკრაინულ მხარეს დიპლომატიური არხებით გავაცნობთ. მეტს ვერაფერს დავამატებ“, — განაცხადა წყარომ რუსულ საინფორმაციო სააგენტოსთან საუბრისას.

მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ უკრაინის პოზიცია გაახმოვანა და განაცხადა, რომ მარცვლეულის გარიგების განახლების საკითხში კიევი არანაირ დათმობაზე წასვლას არ აპირებს. მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა ელოდება გაიგოს, რა წაიღეს თურქმა კოლეგებმა სოჭიდან, მოისმინოს ყველა დეტალი და მერეღა მიიღოს გადაწყვეტილება.
როგორც თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სოჭში შეხვედრის შემდეგ, ანკარა სამართლიანად მიიჩნევს რუსეთის მოლოდინებს მარცვლეულის გარიგებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, თურქეთმა იდეების ახალი პაკეტი მოამზადა და იმედი აქვს, რომ ეს ხელს შეუწყობს მარცვლეულის გარიგების განახლებას.