თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში 2023 წლის მეორე კვარტალში ბიზნეს-სექტორის საწარმოებში დასაქმებულთა რაოდენობამ 737,7 ათასი ადამიანი შეადგინა, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემზე 6,1%-ით მეტია, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქსტატი.
დასაქმებულების საერთო რაოდენობიდან 57,1% მამაკაცია, ხოლო 42,9% – ქალი.
ამასთან, დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 43,3% მსხვილ ბიზნესზე, 20,8% – საშუალო ბიზნესზე, 35,9% კი მცირე ბიზნესზე მოდის.
უწყების ცნობით, ბიზნეს-სექტორში დასაქმებულების რაოდენობა ერთ წელიწადში 6,7%-ით გაიზარდა და 700,5 ათასი ადამიანი შეადგინა. ხარჯებმა პერსონალზე მეორე კვარტალში 4,1 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 25,6%-ით მეტია.
საანგარიშო პერიოდში ბიზნეს-სექტორში დასაქმებულების საშუალო ხელფასმა თვეში შეადგინა 1.914,7 ლარი, რაც 289 ლარით მეტია, ვიდრე გასულ წელს. მათ შორის, ქალების საშუალო ხელფასმა შეადგინა 1.482 ლარი, რაც 215,4 ლარით მეტია 2022 წლის აპრილი–ივნისის მაჩვენებელზე.
საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი:
მსხვილი ბიზნესი – 2.032,6 ლარი
საშუალო ბიზნესი – 2.182,6 ლარი
მცირე ბიზნესი – 1.570,3 ლარი
დაქირავებულთა რაოდენობით რეგიონების მიხედვით ლიდერობს თბილისი.
რეგიონების მიხედვით დასაქმებულთა რიცხოვნობა:
თბილისი – 64,2%
აჭარა – 9,4%
იმერეთი – 7,1%
ქვემო ქართლი – 6%
სამეგრელო–ზემო სვანეთი – 3,6%
კახეთი – 2,9%
შიდა ქართლი – 2,3%
მცხეთა-მთიანეთი – 1,6%
სამცხე-ჯავახეთი – 1,5%
გურია – 1%
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0,3%.
საქართველოში 2023 წლის მეორე კვარტალში საწარმოების საერთო ბრუნვამ 48 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 15,2%-ით მეტია, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში ბიზნეს-სექტორის ბრუნვის მოცულობის 63,8% მოდის მსხვილ ბიზნესზე, 15,2% – საშუალოზე, ხოლო 21% – მცირე ბიზნესზე.