მსოფლიო დღეს

შეხვედრა პუტინთან: ერდოღანი სოჭში გაფრინდა

Sputnik
თბილისი, 4 სექტემბერი — Sputnik. თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სტამბულიდან სოჭში გაფრინდა რუს კოლეგასთან ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებებზე, იუწყება თურქული ტელეარხი A Haber.
პუტინი და ერდოღანი სოჭში ორშაბათს, შუადღისას შეხვდებიან. ეს იქნება მათი პირველი პირადი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ. პრეზიდენტები შავი ზღვის სასურსათო გარიგების გარშემო არსებულ სიტუაციასა და სხვა საკითხებს განიხილავენ.
მანამდე რუსულმა საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტიმ“ კომენტარი სთხოვა თურქეთის უშიშროებისა და თავდაცვის სტრატეგიების კვლევისა და განხორციელების ცენტრის (GÜVSAM) დირექტორ ფაჰრი ერენელს პრეზიდენტების შეხვედრაზე.
ერენელის ვარაუდით, „თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს გაუჭირდება რუსი კოლეგის ვლადიმერ პუტინის დარწმუნება, რომ რუსეთმა მონაწილეობა განაახლოს მარცვლეულის გარიგებაში, რადგან მოსკოვის შეშფოთების აღმოსაფხვრელად არანაირი რეალური დეკლარაცია არ გაკეთებულა“.